ახალი ამბები
იმერეთის რეგიონის მეწარმეებს შრომით უფლებებსა და კანონმდებლობაზე ტრენინგი უტარდებათ
FaceBook
იმერეთის რეგიონის მეწარმეებს შრომით უფლებებსა და კანონმდებლობაზე ორდღიანი ტრენინგი უტარდებათ.

ტრენინგი პროექტის "შრომითი უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის პარტნიორები არიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფესიული კავშირების გაერთიანება.

პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებულია, შრომითი ბაზრის მართვის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

"შრომითი პირობები დღეს იმაზე მეტად გამკაცრებულია, ვიდრე ადრე იყო. ვაპირებთ გავაძლიეროთ შრომისა და დასაქმების დარგში ეფექტური მიწოდების სერვისები," - განაცხადა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ კორძახიამ.

იმერეთში მოღვწე ბიზნესსექტორის წამომადგენლები პროექტის ფარგლებში მიმდინარე ტრენინგს დადებითად აფასებენ.

"მსგავსი შეხვედრები პერიოდულად გვიტარდება თბილისში. ქუთაისში კი ასეთი შეხვედრა პირველია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მეწარმეებისთვის," - განაცხადა კომპანია "მაკნატუნას" წარმომადგენელმა, თათია იმედაძემ.

Print