ახალი ამბები
ანონიმური გამოკითხვა მერიაში - რამდენად კარგად ვახორციელებთ მომსახურების მიწოდებას
FaceBook
ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა მუშაობის პროცესების უკეთ წარმართვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით  პროექტს ახორცილებს.
პროექტი თვითმმართველობის მუშაობის შესახებ მერიის თანამშრომლების ანონიმურ გამოკითხვას ითვალისწინებდა.

პროექტი რომლის სახელწოდებაა, "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამოიკითხა 432 ადამიანი. მერიის თანამშრომლების გარდა, გამოიკითხნენ წერეთლის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები, შშმ პირები, სკოლები, ააიპები, პენსიონრები, ბინის ამხანაგობები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

რამდენად კარგად ვახორციელებთ მომსახურების მიწოდებას და მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას? ვიყენებთ თუ არა თანამედროვე მეთოდებს ანგარიშგებისა და კოორდინაციის გასამტკიცებლად? - ეს და სხვა შეკითხვები გახლდათ პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კითხვარებში.

პროექტის პრეზენტაციაზე მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მთავარმა სპეციალისტმა, გურანდა გობიანმა განცხადა, რომ არაერთგვაროვანი შეკითხვები დაურიგდათ მერიის თანამშრომლებს და გამოკითხვაში მონაწილე სხვა ინტერვიუერებს.

როგორც გობიანი განმარტავს, გამოკითხვის შედეგად სხვადასხვა პრობლემები გამოიკვეთა. პრობლემების მოგვარების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება 10 ფოკუსჯგუფი, რომლებიც გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე ისაუბრებენ.

პროექტი "დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში" - USAID -ის მხარდაჭერით ხორციელდება. ქუთაისის გარდა საპილოტე პროექტი ბათუმსა და ახალციხეში ხორციელდება.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისათვის უფლებების გადანაწილება ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად.

უფლებამოსილების გადანაწილების პროცესი ითვალისწინებს ანგარიშვალებულებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ახალი ფორმირების შექმნას. ასევე, ისეთი სისტემის, პროცედურებისა და მექანიზმების შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებისა და რესურსების გამოყენების პროცესში.





Print