ახალი ამბები
ქუთაისის N 2 საპყრობილეში პატიმარმა მაგიდაზე ხელები დაიჭედა
FaceBook
ქუთაისის ციხეში პროტესტის ნიშნად, პატიმარმა მაგიდაზე ხელები დაიჭედა.
პატიმარი ოთარ აფრიდონიძე, ქუთაისის N 2 საპყრობილეში მერვე დღეა შიმშილობს.
პატიმარი აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა და სამართალდამცველებისგან მისი საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს.
როგორც პატიმრის დედა ირმა აფრიდონიძე განმარტავს, სამართალდამცველები მის შვილს გაუხსნელი საქმეების თავზე არებას აიძულებენ.
"ჩემს შვილი უკანონოდ დააკავეს და გაუხსნელი საქმეების საკუთარ თავზე აღება სთხოვეს. მერვე დღეა შიმშილობს და ისეთ დღეშია, მეშინია არ დაიღუპოს. მივმართავ სასამართლოს, გამოიძიოს საქმე სამართლიანად და გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტლება", - ამბობს პატიმრის დედა. სამართალდამცველებმა ოთარ აფრიდონიძე გასული წლის 19 ნოემბერს დააკავეს.
ანა ჯანაშია
Print