ახალი ამბები
"ამ გზის იქითაც შეიძლება ნაგავსაყრელის მოწყობა"- ჭოგნარის მკვიდრები ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებენ
FaceBook
ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყეს. 


დღეს, თერჯოლის სოფელ ჭოგნარის მცხოვრებლებმა, მიმდებარე ეტრიტორიაზე, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება გააპროტეტსეს.

ადგილობრივების  განმარტებით, მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად სამუშაოები სამი დღის წინ დაიწყეს. თუმცა, როგორც ადგილობრივებმა აქციაზე განაცხადეს ტექნიკას მუშაობის საშუალება არ მისცეს.

" ქუთაისიდან აქ გადმოაქთ ნაგავსაყრელი, რაც ჩვენთვის მიუღებელია. რადგან, იმ ადგილიდან სადაც უნდა მოეწყოს ახალი ნაგვსაყრელი მოსახლეობა მხოლოდ 500 მეტრით არის დაშორებული. ჩვენ ხალხი არ ვართ? ამ გზის იქითაც შეიძლება ნაგავსაყრელის მოწყობა", - განაცხადა ადგილობრივმა მკვიდრმა ბერდია ცხალამბერიძემ.

ჭოგნარის მკვიდრები აცხადებენ, რომ მათთვის არავის მიუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს.
აქციის მონაწილეები ჭოგნარიდან ქუთაისისნ მერიის შენობის წინ გადმოინაცვლეს, სადაც თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს.


Print