ახალი ამბები
"სამი ოთარისა და ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორები კორუფციულად გაცვალეს"
FaceBook
"ევროპა ჩვენი სახლია" კორუფციაში მონაწილე პირებს ასახელებს

"არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე ორსართულიანი კაფე-ბარის მშენებელობას აპროტესტებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ტერიტორია, სადაც ახლა კაფე-ბარი "არგო" შენდება,  იმ მიწაზე გაცვალეს, სადაც რამდენიმე წლის წინ  ასევე მშენებლობა იგეგმებოდა.

კორუფციული გარიგების უკან, გია გოქაძე ქალაქის მერს შოთა მურღულიას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესნიკოლოზ ლატარიასა და "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გოჩა თევდორაძეს მოიაზრებს.

გოჩა თევდორაძე რამდენიმე წლის წინ ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების საქმეშიც ფიგურირებდა. მას შემდეგ, რაც ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას მოსახლეობის პროტესტი მოყვა, ადგილზე მშენებლობის ნებართვა აღარ გაიცა.

"ევროპა ჩვენი სახლია" ამტკიცებს, რომ ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორია, თევდორაძემ და ლატარიამ, რომელიც წლების წინ გაიჯარებული ტერიტორიის მფლობელად დოკუმენტურად იყო მითითებული, ამ მიწის დათმობის სანაცვლოდ მიიღეს.

"ეს არის კლასიკური ტიპის მაფია. ისინი ინაწილებენ ყველაფერს, რისი განაწილებაც შეიძლება. ეს არის თანამდებობრივი ბიზნესი და ამ პროექტს სახელად ქვია არა "არგო", არამედ, კურუფცია",-ამბობს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი, გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია მშენებლობის შეჩერება მოითხოვს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ბრალდებებზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

Print