ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში სარვამარტო პრემიებისთვის 20 375 ლარი დაიხარჯა
FaceBook
მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, პრემია მერის ბრძანების საფუძველზე მერიაში დასაქმებულმა ყველა ქალბატონმა მიიღო.



ქუთაისის მერიაში სარვამარტოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 375 ლარი დაიხარჯა. პრემია მერის ბრძანების საფუძველზე მერიაში დასაქმებულმა ყველა ქალბატონმა მიიღო. პრემია 163 თანამშრომელზე გაიცა, თითოეულზე 125 ლარის ოდენობით. 

სარვამარტო პრემიები ქუთაისის საკრებულოშიც მიიღეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 3 250 ლარი დაიხარჯა.

Print