ახალი ამბები
ინოვაციებისა და განვითარების ფონდის შეთავაზება ქუთაისელ სტუდენტებს
FaceBook

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" ქუთაისის აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საპარლამენტო მოდელირებას აწყობს.

 

პროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სტაჟირება მოიცავს 12 კვირას და ის საქართველოს პარლამენტში გაიმართება. ორგანიზატორები საპარლამენტო მოდელირებაში მონაწილეობის მისაღებად ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტებს იწვევენ.

"რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და მთავრდება 17 მარტს" - ამბობს, პროექტის კოორდინატორი, სპარტაკ გოცაძე.

სტუდენტებს, სურვილის მიხევით, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგ კომიტეტებში: საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის, საგარეო ურთიერთობათა, აგრარულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტები.

მსურველებს რეგისტრაცია "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ფეისბუკ გვერდზე შეუძლიათ

Print