ახალი ამბები
2024 წელს, მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი გაიზარდა
FaceBook

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილი 12.9%-ით განისაზღვრა და 571.2 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.


აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 3.9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები - 2024 წელს რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 9.4%-ით, ხოლო უკრაინიდან - 18.9%-ით შემცირდა.

2024 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან - 41.6%, საუდის არაბეთიდან - 21.2%, აზერბაიჯანიდან - 18.1 %, ირანიდან - 17.9%.

ჯამში 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.42 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%-ით მეტია.
Print