ახალი ამბები
საერთაშორისო არტ-ფორუმი ქუთაისში
FaceBook
ფორუმის ფარგლებში ქუთაისს ევროპის 6 ქვეყნის წარმომადგენელი ესტუმრება

17-21 მაისს ქუთაისში საერთაშორისო არტფორუმი ჩატარდება.არტ-ფორუმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის გამოფენები და ღია ვორქშოპები.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქს ცნობილი არტისტები და ხელოვანები ეწვევიან. დაგეგმილია საფრანგეთში მცხოვრები, მხატვარ-კალიგრაფისტის ანა მაჭავარიანის 80 მდე ნამუშევრის გამოფენა. ასევე საქართველოში პირველად გამოიფინება ორი ფრანგი და ერთი შვეიცარელი მხატვრის ნახატები.

ღონისძიებაში ევროპის 6 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 4 დღიანი ფორუმის ფარგლებში ქუთაისს ეწვევიან საფრანგეთიდან, უკრაინიდან,რუსეთიდან,პოლონეთიდან,ჩეხეთიდან და საბერძნეთიდან.

ფორუმის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ხელოვნების თეორეტიკოსების ვიზიტი, რომლებთანაც გაცვლითი პროგრამების ორგანიზება იგეგმება.

არტ-ფორუმი 3 წლიანი პროექტია და ის ყოველ წელს უფრო მასშტაბური გახდება. ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის მერია.

ფორუმის ფარგლებში გამოფენილი რამდენიმე ნამუშევარი ქალაქის მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა.

Print