ახალი ამბები
ქუთაისის მერი - 2014 ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო წელი იყო
FaceBook
ქუთაისის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის სამსახურმა 2014 წლის ანგარიში წარადგინა.
შეხვედრა ახლადრეაბილიტირებულ ფოლკლორის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას საჯარო და არასამთავრობო სექტორის, წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის და მხარის პირველ პირებიც ესწრებოდნენ.
ანგარიშის ვერბალურ წარდგენას წინ უძღოდა გამოფენა სადაც 2014 წელს განხორციელებული პროექტების ამსახველი მასალები იყო წარმოდგენილი. ასევე ის წიგნებიც რომლებიც თანამედროვე ლიტერატურის პოპულარიზაციის ფარგლებში მერიის დაფინანსებით გამოიცა - თემურ ლანჩავას, ავთანდილ ნიკოლეიშვილის, გიზო თავაძისა და სხვათა ავტორობით.
გასული კულტურული წელი შეაფასა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და იგი ერთ-ერთ საუკეთესო წლად მიიჩნია.  ~მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის მიერ დაფინანსებულ კუტურული პროექტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ეს სერვისი არ გავრცელდეს მხოლოდ ერთსა და იმავე ადამიანებზე. მინდა მეტი ადამიანი ჩანდეს,- აღნიშნა მერმა.
შეხვედრაზე დარიგდა კალენდრები რომელებიც ფოტოკონკურს "ილოს" მონაწილეთა ფოტოებით არის გაფორმებული.
ეკაკუხალაშვილი

Print