ახალი ამბები
ბიზნესის შემოსავლებით ქუთაისი ბათუმსა და რუსთავს ჩამორჩება
FaceBook
ქუთაისში ბევრი ბიზნესია, მაგრამ შემოუსავლიანი

საქსტატის ინფორმაციით, ქუთაისში ყოველწლიურად უფრო მეტი ბიზნესი რეგისტრირდება, ვიდრე სხვა ქალაქებში. ამ მაჩვვენებლით ქუთაისი ყველა დიდ ქალაქს (გარდა თბილისისა) უსწრებს, თუმცა, რაც შეეხება ბიზნესის შემოსავლიანობას, საქსტატის ბოლო ორი წლის მონაცემებით, ქუთაისი ბათუმისა და რუსთავის შემდეგ მესამე ადგილზეა.

2014 წელს ქუთაისმა ბიზნესიდან შემოსავლის სახით მხოლოდ 1 176,3  ლარი მიიღო, რაც ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ბათუმსა და რუსთავში.

რაც შეეხება ახალ ბიზნესს, 2015 წელს ქუთაისში 35 776 ბიზნეს სუბიექტი იყო რეგისტრირებული და ამ მონაცემებით ის თითქმის 5-ჯერ უსწრებდა ფოთს.

ქალაქში მაღალია თვითდასაქმებაც. თვითდასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 16%-18 პროცენტი, თუმცა, მათი 33%-ის დასაქმების სფერო დაუდგენელია, რაც მნიშვნელოვნალდ უშლის ხელს ეკონომიკური მაჩვენებლების ზუსტ განსაზღვრას.

ზოგადი უმუშევრობის მაღალი დონე კი კვალვ  ქალაქის  უმთავრეს პრობლემად რჩება.

Print