„არა მოძალადე რეჟიმს!“ - ნაძვის ხის ზეიმი პროტესტის ფონზე
12:41 / 22.12.2024
21 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილ ნაძვის ხის საზეიმოდ ანთებას,
სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტით უპასუხეს.
მანამდე მათ მერიას მიმართეს, გაეთვალისწინებინა ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენები, რა დროსაც ათობით აქციის მონაწილე დაშავდა, ამიტომ
მოუწოდეს მერიას ნაძვის ხე ღონისძიებების გარეშე გაენათებინა.
მერიამ არ გაითვალისწინა მოქალაქეების მიმართვა და ნაძვის ხის ანთების
საზეიმო ცერემონიალი არ გააუქმა.
მერიის ამ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა. რის შემდეგაც ქუთაისის
მერის კონცერტის ჩატარება სტვენის შეძახილებისა და ხმაური ფონზე
მოუწია.
"ძირს მოძალადე რეჟიმი", "თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს",
სკანდირებდნენ პროტესტის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები