ახალი ამბები
ზესტაფონი-აჯამეთის გზის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი გამოიყო
FaceBook
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განხორციელდება

ზესტაფონი-როდინაული-აჯამეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო. 

ზესტაფონი 7 მილიონიან დახმარებას "სოფლის მხარდაჭრის პროგრამით" მიიღებს. ამ დროისთვის უცნობია სამუშაოების დაწყების თარიღი. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზესტაფონში ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

მუნიციპალიტეტს ჯამში მილიონ 73 806 ლარი გამოეყო. თანხა ზესტაფონის 18 ადმინისტრაციულ ერთეულზე უნდა გადანაწილდეს.

Print