ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში სარვმარტო პრემიებზე 3 250 ლარი გაიცა
FaceBook
პრემიები  საკრებულოში დასაქმებულმა ქალბატონებმა მიიღეს.

ქუთაისის საკრებულოში დასაქმებულ ქალბატონებზე სარვამარტოდ პრემიის სახით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 250 ლარი გაიცა.

რვა მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრემია  საკანონმდებლო ორგანოში დასაქმებულმა 26-ივე ქალბატონმა მიიღო. თითოეულმა მათგანმა 125-125 ლარი.

ქუთაისის საკრებულოში გასული წელს პრემიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 77 875 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს აპარატიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, პრემიები 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიცა.
Print