ახალი ამბები
პროკურატურის პასუხი გია თევდორაძეს - სსკ არ იცნობს ცილისწამებას, როგორც დანაშაულს
FaceBook
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია თევდორაძე სოციალური ქსელით ქუთაისის რაიონული პროკურატურის საპასუხო წერილს ასაჯაროვებს.

თევდორაძემ პროკურატურას განცხადებით მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნატო ქათამაძის გამონათქვამის წინააღმდეგ მიმართა.

როგორც გია თევდორაძე აცხადებდა, ნატო ქათამაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს იგი ქუთაისში, ილია ჭავჭავავაძის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებულ მშენებლობასთან ინტერესებში დააკავშირა.

პროკურატურის საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი არ იცნობს ცილისწამებას, როგორც დანაშაულს და იგი არ არის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადი ქმედება.

"თქვენს განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს სს კოდექსით გათვალისიწნებული დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც უარი ითქვა გამოძების დაწყებაზე," - აღნიშნულია ქუთაისის რაიონული პროკურატურის მიერ შედგენილ წერილში, რომელსაც ხელს პროკურორი, ბაქარ ბეჟუაშვილი აწერს.

პროკურატურა პარლამენტარ გია თევდორაძეს სასამსართლოსთვის მიმართვას ურჩევს.

სოციალური ქსელითვე თევდორაძემ განმარტა, რომ ის 24 თებერვლის მიმართვაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ ითხოვდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართვაში ძალიან ნათლად იყო დაფიქსირებული, რომ არანაირი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ ვითხოვდი ცილისწამების გამო. პროკურატურამ, როგორც ჩანს არჩია მიმართვაში გაურკვეველი სუბიექტის როლი ეთამაშა და ბუნდოვანი პასუხი გაეცა. თუმცა, ამ პასუხითაც ცალსახად შეიძლება ერთი მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება, რომ აღნიშნული ბრალდებები ჩემს მიმართ პორკურატუარასაც ცილისწამებად მიაჩნია," - აღნიშნა გია თევდორაძემ.





Print