ახალი ამბები
გეგუთის სასახლის კომპლექსთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა
FaceBook
გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგუთის სასახლის კომპლექსთან შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა.

შუშის კონსტუქციის დამონტაჟება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით მოხდა. სააგენტოში განმარტავენ, რომ კონსტრუქცია დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს ძეგლი პირვანდელი სახით პერსპექტივაში აღიქვას.

გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია.

სააგენტოს ცნობითვე, შუშის კონსტრუქციის დამონტაჟება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლებთანაც იგეგმება.
Print