ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური საცხოვრისების მოსაწყობად მილიონი ლარი დაიხარჯება
FaceBook
სოციალურ საკითხთა სამსახურმა გასული წლის ანგარიში წარმოადგინა

ქუთაისში საცხოვრებლის არქმონე მოქალაქეებისთვის  სოციალური საცხოვრისის მოწყობა იგეგმება. წლის განმავლობაში სავარაუდოდ 25 დან 50-მდე საცხოვრისი უნდა მოეწყოს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, ამ ეტაზე მიმდინარეობს სარეაბილიტაციო შენობების დაზუსტება.

"გვაქვს სამწუხარო ფაქტები წინა ხელისუფლებისგან, როცა უკანონოდ შეუშვეს ხალხი შენობებში. ეუბნებოდნენ შეიჭერითო და ახლა ამ ადამიანებს სამართლებრივი პრობლემები ექმნებათ. მათი მოგვარება ახლა ჩვენ გვიწევს. ეს არის თემა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების შემდეგ ვერავინ დაძრა და ჩვენ ახლა ვიწყებთ ამ პრობლემის მოგვარებას",-განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.

სოციალური საცხოვრისების მოსაწყობად ადგილობრივ ბიუჯეტში მილიონი ლარია გამოყოფილი.

სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ გასულ წელს განხორციელებული აქტივობების ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

Print