ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტის ფარმაციის სპეციალობამ კანის სოკოვანი დაავადაბების საამკურნალო მალამო შექმნა
FaceBook

"საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი რესურსის კვლევა წამლის ფორმების შემუშავების მიზნით კანის მიკოზების ადგილობრივი მკურნალობისათვის 2014-2016" კვლევის შედეგები წარმოადგინეს დღეს ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კვლევა ეხებოდა კანის მიკოზების , სოკოვანი დაავადებების წამლის შემუშავებას ადგილობრივი მკურნალობისთვის .
კვლევის დროს გამოყენებული იყო საქართველოს ფლორის მცენარეები."ქართული მუხა მდიდარია სამკურნალო თვისებებით , ასევე კალის ფოთლები ,თხილის ფოთლები ასევე გამოვიყენეთ ბროწეული ნაყოფის ქერქი და სხვა მცენარეები , ეს ის მცენარეებია რომლებსაც აქვთ ანტისეპტიკური მახასიათებლები. ეს ნაერთები სინთეზური სახითაც მოიპოვება ქიმიურ მრეწველობაში , მაგრამ მცენარეული ნაერთები ბუნებრივი სახით გადაგვაქვს წამლის ფორმაში . ამიტომ შევქმენით მალამოები, რომლებსაც აქვთ კანისა და ლორწოვანი გარსის სოკოს სამკურნალო თვისებები.მალემოები ხანგრძლივი გამოყენების არის დ მას კანის გარეგანი გამოყენების დროს არავითარი გვერდითი მოვლენა არ ახასიათებს ", -  განაცხადა ფარმაციის დოქტორმა ნინო აბულაძემ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაციის სპეციალობის მიერ 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის 2 აპრილს დასრულდება.

 

 

Print