ახალი ამბები
სოლიდარობა თსუ-ს! - სტუდენტების აქცია-პროტესტი ქუთაისში
FaceBook

არ გვჭირდება "ოდეერ-ის" ჯაშუშები უნივერსიტეტში - ქუთაისელმა სტუდენტებმა თსუ-ს სოლიდარობა გამოუცხადეს.


განათლება ჩვენი უფლებაა! არა - სტუდენტთა შეურაცხყოფას ადმინისტრაციის მხრიდან-ეს ის გზავნილები იყო, რომელიც დღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებმა გააპროტესტეს.


"სტუდენტები უნდა იყვენენ სტუდენტებისათვის და უნივერსიტეტში არსებული სიკეთეები თანაბრად და სამართლიანად უნდა გადანაწილდეს. ამასთანავე, ვაპროტესტებთ პოლიტიკური და ძალაუფრებრივი ელემენტების არსებობას უნივერსიტეტებში, რაც სერიოზულად აფერხებს საზოგადოების განვითარებას და უშლის ხელს სტუდენტებს გამოხატონ თავიანთი აზრი",- აცხადებს აქციის ორგანიზატორი და ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების წარმომადგენელი, თამარ ფონიავა.

როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ისინი ეწინააღმდეგებიან იმ განათლების პოლიტიკას, რომლის წყალობითაც არამიზნობრივად იხარჯება თანხები.


„სოლიდარობას ვუცხადებთ თსუ-ს სტუდენტებს და ვიზიარებთ მათ მოსაზრებებს, რადგან იგივე სტუდენტურ თვითმმართველობასთან და  განათლებასთან  დაკავშირებული პრობლემები გვაწუხებს ჩვენც. სტუდენტური თვითმმართველობა უნდა ემსახურებოდეს ყველა სტუდენტებს და  არა კონკრეტულად შერჩეულ სტუდენტებს. ასევე, მოვითხოვთ უნივერსიტეტის პოლიტიკიდან გათავისუფლებას“ - ამბობს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მაია გიორგაძე.

აქცია ქუთაისის ახალგაზრდა სოციალისტების ორგანიზებით გაიმართა.

Print