ახალი ამბები
ქუთაისში არგონავტიკის მუზეუმის შექმნა იგეგმება
FaceBook
"ქალაქი აქტიურად მუშაობს იმ ძირითად ნიშაზე, რომელიც მას გააჩნია. ეს არის 3500 წლოვანი ისტორია, არგონავტიკის მითის გაცოცხლება".



"ქალაქი აქტიურად მუშაობს იმ ძირითად ნიშაზე, რომელიც მას გააჩნია. ეს არის 3500 წლოვანი ისტორია, არგონავტიკის მითის გაცოცხლება," - განმარტავს არგონავტიკის მუზეუმის შექმნის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძე.

არგონავტიკის მუზეუმის შექმნა მერიის ეკონომიკის სამსახურის მიერ ქალაქის სტრატეგიული განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციაში არის გათვალისწინებული. ამავე გეგმის მიხედვით, მუზეუმის შექმნა ოთხი წლის მანძილზე უნდა მოხდეს.

ქავთარაძე ამბობს, რომ არგონავტიკის მუზეუმის შექმნაში ჩართული იქნება აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სპეცილიატები.

თუ სად გაკეთდება მუზეუმი, ამ დროისთვის უცნობია.
Print