ახალი ამბები
ქუთაისში "არგო" შენდება
FaceBook
ქუთაისში, მდინარე რიონის პირას ნავის ფორმის კაფე-ბარი "არგო" შენდება.  
"სახელწოდება ქუთაისის ისტორიას უკავშირდება და ვფიქრობთ, რომ ტუსრისტებისთვის მიმზიდველიც იქნება სახელწოდებაც და თავად, კაფე-ბარი არქიტექტურაც", - განმარტავს შპს "ანასტასიას" წარმომადგენელი ფრიდონ ბურჯალიანი.

მშენებლობას შპს "ანასტასია" ახორცილებს. კაფე-ბარის მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა "ანასასტაიას" მიმდინარე წლის იანვარში მისცა.

როგორც მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები განმარტავენ, რომ კაფე-ბარის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

კაფე-ბარის მაკეტის მიხედვით, "არგო" ორსათულიანი იქნება.

შპს "ანასტასიამ" წლების წინ თავდაპირველად ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე 417 კვ.მ მიწის ნაკვეთი 35 წლიანი იჯარით მიიღო. აღნიშნულ ადგილზე ე.წ "სამი ოთარის ძეგლი" არის განთავსებული. "ანასტასიას" ე.წ "სამი ოთარის ძეგლის" მიმდებარედ სასტუმროს მშენებლობა სურდა, რის გამოც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

ქალაქის ცენტრში 417 კვ.მ მიწის ნკეთის სანაცლოდ, შპს "ანასტასიას" ყოფილი "მირზაანის" შენობის უკან, რიონის პირზე 300კვ.მ მიწის ნაკვეთი მიიღო, რაშიც ფირმამ წლიური იჯარა, 6 600 ლარი უნდა გადაიხადოს.


Print