ახალი ამბები
15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში ხმა 56 312-მა ამომრჩეველმა მისცა
FaceBook
ქუთაისში, 15:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 56 312 - მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 36,92%-ია.

ამის შესახებ ქუთაისის #59-ე საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ,  ლარინა ლალიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, წინა არჩევნებთან შედარებით, ამ დროს აქტივობა უფრო დაბალი ოყო, კერძოდ, დაფიქსირდა 46 657 ამომრჩეველი.

"რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას, ამ დრომდე შემოსულია 20 საჩივარი, რომელიც ძირითადად პროცედურულ ნაწილს ეხება",- განაცხადა ლარინა ლალიაშვილმა.

ქუთაისში 72 საარჩევნო უბანი და 152 506 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ამომრჩევლებს, ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.

საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებელი, ჯამში 25 000 - მდე პირი. პროცესს გააშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი.

26 ოქტომბერს, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
Print