ახალი ამბები
"ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში განჩინების მყარი დასაბუთება არ ხდება"
FaceBook
თბილისისა და ქუთაისის სასამართლოებში მონიტორინგი "საიამ" ჩაატარა

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" ქუთაისისა და თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. "საია" მიიჩნევს, რომ მოსამართლეები სულ უფრო ხშირად იყენებენ დაუსაბუთებელ განჩინებას გირაოსა და პატიმრობის შეფარდების დროს.

მონიტრინგის შედეგების მიხედვით, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოსა და პატიმრობის შეფარდებისას, სასამართლოებში დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების პროცენტული მაჩვენებლი გაიზარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოსამართლეებს აძლვევს რეკომენდაციას, რათა მათ უფრო ხშირად გამოიყენონ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მოსამართლეს უფლებას აძლევს გადახედოს შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას.

"საიას" ანგარიშის მიხედვით, არც ერთ იმ საქმეში, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი ჩაატარა, მოსამართლეებს ამ უფლებით არ უსარგებლია.

"საიას" ანგარიში 2015 წლის 15 თებერვლიდან 15 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

Print