ახალი ამბები
იმერეთის მასშტაბით სასწრაფო დახმარების ცენტრები ახალი ინვენტარით აღიჭურვა
FaceBook
ახალი ტექნიკით აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრიც


იმერეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს სამედიცინო მოწყობილობები გადაეცა.
ახალი სამედიცინო ინვენტარითა და კომპიუტერული ტექნიკით   უკვე აღიჭურვა ქუთაისის სასწრაფო დახმარების ცენტრიც. ცენტრს  ასევე მანქანებითვის გადაეცა გადაუდებელი დახმარებისთვის აუცილებელი 20-მდე დასახელების ინვენტარი.

იმერეთის ცენტრებისთვის გადაცემული  კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით, ყველა რაიონულ სამსახურში ცენტრის ელექტრონული პროგრამა ჩაირთვება.

ახალი კომპიუტერული და სამედიცინო აღჭურვილობის გამოყენებისთვის , სამსახურის მენეჯერებსა და ექიმებს შესაბამისი ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

Print