ახალი ამბები
ქუთაისში ენეგეროეფექტური სკვერი მოეწყობა
FaceBook
ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში შეიძლება 2 მაისისთვის მოეწყოს.

ქუთაისში, ენერგოეფექტური სკევრის მოწყობა იგეგმება. ენერგოეფექტური სკევრი წითელი ხიდის ტერიტორიაზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის მიმდებარედ მორწყობა.

"როგორც ნიუ-იორკში არის გვირილები, მსგავსი ესკიზით გაკეთდება. სკვერში განთავსდება სამი-ოთხი ცალი გვირილა, რომელსაც ექნება დამტენები. ეს ყველაფერი რომ ჩაჯდეს სკვერის იერსახეში, განსაკუთრებული არქიტექტურული დიზაინის დამუშავება დასჭირდება, რომელიც ახლა დამუშავების პროცესშია", - ამბობს ქუთაისის მერის მოადგილე ეკონომიკის საკითხებში, კოტე ქავთარაძე. მისი თქმით, ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში შეიძლება 2 მაისისთვის მოეწყოს. 

მისივე განმარტებით, ქუთაისის მერია სკვერის მოსაწყობად მხოლოდ 10 000 ლარს, სკვერის მოწყობისთვის საჭირო დანარჩენილ თანხას კი USAID დააფინანსებს.



Print