ახალი ამბები
ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგებით მოსახლეობის მხოლოდ 19% სარგებლობს
FaceBook
ქუთაისს მუდმივი წყალი,  სავარაუდოდ,  2020 წელს ექნება

ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს უნდა დასრულდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს იქნება შესაძლებელი ქუთაისის მუდმივი წყლით უზრუნველყოფა.

წყლის სისტემის აღდგენითი სამუშაოები ქალაქის მასშტაბით ერთდროულად 12 წერტილში ხორციელდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ზაფხულიდან სამუშაოები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.

ამ ეტაპზე 24 საათიანი რეჟიმით ქალაქის მხოლოდ ერთი უბანი -ავტომშენებლის დასახლება მარაგდება, რაც საერთო მოსახლეობის 19%-ს შეადგენს.

10 საათიანი გრაფიკით აქვს წყალი აბონენტების 3%-ს. დღის განმავლობაში 6 საათიანი ხანგრძლივობით მიეწოდება წყალი - 51%-ს, ხოლო 4 საათიანი გრაფიკით - 27%-ს.

წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები "რეგიონალური განვითარების ფონდის" თანხებით ხორციელდება.
სისტემის რეაბილიტაციისთვის 87 მილიონი ლარია გამყოფილი.

Print