ახალი ამბები
დამსახურებულ ქუთაისელ ექიმს 80 წლის იუბილე მიულოცეს
FaceBook
ვაჟა გაბუნიას ტრავმატოლოგად მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება აქვს


ქუთაისის მერმა დამსახურებულ ექიმს ვაჟა გაბუნიას 80 წლის იუბილე მიულოცა.  ღვაწლმოსილ ექიმს  ხანგრძლივი სამედიცინო მოღვაწეობისა და დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიგელი და 500 ლარი გადაეცა.

"მადლობას ვუხდი ბატონ ვაჟას, რომელიც წლების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებოდა ადამიანებს და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. პატივგების კომისიამ იმსჯელა და მას ღვაწლომისილი ქუთაისელის სტატუსი მიენიჭა"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ვაჟა გაბუნიას ავტოქახნის საავადმყოფოში ტრავმატოლოგად მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება აქვს.

Print