ახალი ამბები
ნადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
სავჩენკო მკვლელობის ბრალდებით 20 თვეა პატიმრობაში იმყოფება

ქუთაისში უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფი სავჩენკოს გათავისუფლება მოითხოვეს.

"დღეს, როგორც მთელი ცივილიზებული სამყარო, ქუთაისიც  დგას ნადეჟდა სავჩენკოს გვერდით. აქ  ძირითადად ახალგაზრდები არიან წარმოდგენილი, რომლებიც  გამოხატენ თავიანთ  პროტესტს ამ უსამართლო პროცესის მიმართ და უცხადებს სოლიდარობას  გმირ ქალს",-განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი თევდორაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია სტუდენტებთან ერთად გამართეს.

უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო მკვლელობის ბრალდებით 20 თვეა პატიმრობაში იმყოფება. მას 23 წლიანი პატიმრობა ემუქრება. სავჩენკო  თავს დამნაშავედ  არ ცნობს.

Print