ახალი ამბები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა
FaceBook
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. ღია კარის დღეზე აბიტურიენტები უნივერსიტეტის ხელმძღავნელობას შეხვდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ პრიორიტეტებზე და პროგრამებზე, რომლებიც  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება.

როგორც უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები სასარგებლოა, როგორც სკოლის მოსწავლებისთვის, ასევე უნივერსიტეტისვისაც.

"დღეს სკოლის მოსწავლებს შესაძლებოლობა აქვთ დაათვლიერონ უნივერსიტეტი, შეხვდნენ ფაკულტეტების წარმომადგენლებს და მათგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია. ასევე, ვგეგმავთ გავიდეთ რეგიონებში და იქ ჩავატაროთ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რათა მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი უნივერსიტეტის შესახებ ობიექტური ინფორმაცია დაინტერესებულ მხარეს," - განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს იმ შეღავათებზე და გაცვლით პროგრამებზე, რაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს.

აბიტურიენტებს  უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილიც შეხვდა.
Print