ახალი ამბები
ინსტალაცია ეკოლოგიური ნარჩენებით - ახალგაზრდული პროექტი ქუთაისში
FaceBook
სტუდენტებმა საზოგადოებაში არსებული პრობლემები ინსტალაციის საშუალებით უნდა წარმოადგინონ

დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. შეხვედრაზე სტუდენტებს ახალი პროექტი სახელწოდებით "არტ ინსტალაცია" გააცნეს. ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის Youth2Georgia" - მიერ ინიცირებული პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული პრობლემების ინტალაციის სახით წარმოჩენას. 

პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდება კლუბიც,  სადაც გაწევრიანებული იქნებიან სტუდენტები.

საწყის ეტაპზე კლუბში ჩაირიცხება 10 მოხალისე, ხოლო ყოველი ინსტალაციის შექმნისას კლუბს მაქსიმუმ 5 ახალი მონაწილე შეუერთდება.

კლუბში გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

"Youth 2 Georgia"-ს  უკვე დაგეგმილი აქვს  რამდენიმე ინსტალაციის შექმნა სხვადასხვა თემაზე.



რეზი ბურჯანაძე
Print