ახალი ამბები
ქუთაისში ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ცენტრი აშენდება
FaceBook
ცენტრის მშენებლობას კომპანია "ელჯი და კომპანია" განახორციელებს.

ქუთაისში ტუბერკულოზის, ინფექციურ სნეულებათა და შიდსის დაავადებათა ცენტრი აშენდება. ცენტრის მშენებლობა ავტოქარხანაში, ამ დროისთვის არსებული ტუბერკულოზურ დისპანსერის შენობის მიმდებარედ მოხდება.

ტუბერკულოზისა და სხვა ინფექციური დაავადებების ცენტრის მშენებლობას კომპანია "ელჯი და კომპანია" განახორციელებს.

"სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში გადმოგვეცა ტერიტორია, სადაც ამ დროისთვის ტუბერკულოზური დისპანსერის ცენტრი არის განთავსებული", - ამბობს "ელჯი და კომპანიის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზაზა ლაომინაძე.

მისივე განმარტებით, შენობის პროექტის მიხედვით განსაზღვრულია სამსართულიანი შენობის აშენება, სადაც ოთხი ფლიგელი იქნება განთავსებული. ასევე, ლომინიძე ამბობს, რომ თითოეულ ინფექციურ დაავადებას განკუთვნილი ექნება საკუთარი იზოლირებული შესასვლელი.

ინფექციური ცენტრი 40 საწოლზე იქნება გათვლილი.

გარდა ამისა, შენობის მესამე სართულზე სასწავლო ცენტრის განთავსება იგეგმება, სადაც ინფექციური დაავადებების სპეციალისტების სწავლება-გადამზადება იქნება უზრუნველყოფილი.

ინფექციური დაავადებების ახალი ცენტრის მშენებლობა "ელჯი და კომპანიასა" და მთავრობას შორის ხელსეკრულების გაფორმებიდან 18 თვის მანძილზე უნდა მოხდეს, რისთვისაც 3 მლნ ლარის არის განსაზღვრული. თანხა მშენებლობის გარდა, სპეციალური აპარატურის შეძენისთვისაც დაიხარჯება.









Print