ახალი ამბები
როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას, ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მისივე ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 19-20 სექტემბერს დაიკლებს, მანამდე კი 27-29 გრადუსამდე სითბო შეარჩუნდება.

"მიმდინარე კვირაში, მოსალოდნელია წვიმები, განსაკუთრებით საღამოსა და ღამის საათებში. ასეთი არამდგარდი ამინდი გაგრძელდება 21 სექტემბრის ჩათვლით. 22 სექტემბრიდან კი კვლავ გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს",- განმარტავს დოდო გვაზავა.

Print
თეგები: #ამინდი