ახალი ამბები
ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი პირველ ადგილზეა
FaceBook
2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო.
ღვინის ექსპორტის შესახებ მონაცემებს ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საქართველოდან სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულს, ისევე როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც კვლავ რუსეთი ლიდერობს, სადაც 2016 წლის დასაწყისში 2 559 795 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მომდევნო ადგილზე არიან: უკრაინა - 651 792, ყაზახეთი - 337 582, პოლონეთი - 322 038 და ჩინეთი - 219 349 ბოთლი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.


Print