ახალი ამბები
მდინარეებსა და ტბებზე ელექტროშოკური აპარატის ამომცნობი დანადგარები დამონტაჟდება
FaceBook
დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს.
საქართველოს მდინარეებსა და ტბებზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება. დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ონლაინრეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას.

სპეციალური დანადგარი ქალაქ რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაზე გამოსცადეს. მოწყობილობის სატესტო რეჟიმში მუშაობის პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი დაესწრო.

დანადგარი ე.წ. ელექტროშოკური აპარატის ზემოქმედებას 100 მეტრის რადიუსში აღიქვამს, მომენტალურად ახდენს ლოკაციის იდენტიფიცირებას და ავტომატურ შეტყობინებას გადასცემს სპეციალურ სისტემას. მოწყობილობის საშუალებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი რამდენიმე წამში მიიღებს ინფორმაციას, რაც საშუალებას შექმნის მოახდინოს დაუყოვნებლივი და ეფექტური რეაგირება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ ტბებსა და მდინარეებში აღნიშნული მოწყობილობის დამონტაჟების მიზანი ე.წ. ელექტროშოკური აპარატით თევზაობის შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანაა.


Print