ახალი ამბები
ქუთაისში ლეიკემიით დაავადებულებს მერია დაეხმარება
FaceBook
ქუთაისში მცხოვრებ ლეიკემიით დაავადებულ მცირეწლოვნებზე ქუთაისის მერია ფულად დახმარებას ყოველ თვეში გასცემს.
აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტთან" ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე საუბრობს.
"0 დან 16 წლის პირებს, რომლებიც დაავადებული არიან ლეიკემიით, საჭიროებენ დახმარებას. ეს ადამიანები მკურნალობას გადიან თბილისში, შესაბამისად ესაჭირეობათ მუდმივი გადაადგილება და მედიკამენტები. ამიტომ გადავწყვიტეთ, გამოვძებნოთ რესურსები და ამ ადამიანებს ფინანსურად გარკვეულწილად დავეხმაროთ,"- ამბობს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის უფროსი გია ჩიჯავაძე.
ქუთაისში სულ 11 ოჯახია, სადაც ლეიკემიით დაავადებულები დახმარებას საჭიროებენ.
ლეიკემიით დაავადებულ მცირეწლოვანთა დახმარების პროგრამა ქუთაისში მიმდინარე წელს ამოქმედდა.
ანა ჯანაშია
Print