ახალი ამბები
ქუთაისში მომუშავეთა 33% -ის დასაქმების სფერო დაუდგენელია
FaceBook
კვლევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლი  სხვადასხვაზე მოდის


ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურმა ქალაქის მასშტაბით დასაქმების სფეროების მიხედვით მომუშავეთა კვლევა ჩაატარა.

კვლევის შედეგად დასაქმების 9 ძირითადი სფერო გამოიკვეთა.

მომსახურების სფეროში, რომელიც ჩვეულებრივ მაღალი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, ქუთაისში მხოლოდ 4% მუშაობს. სამაგიეროდ მაღალია მათი რიცხვი, ვისთვისაც მთავარი შემოსავლის წყარო ვაჭრობაა. ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა 9% მუშაობს.

მხოლოდ 11% -ია დასაქმებული წარმოებაში. სახელმწიფო მომსახურებაში კი ასევე დაბალი მაჩვენებლით 7% მუშაობს.
ქუთაისის დასაქმებული მოქალაქეების 10% მუშაობს ჯანდაცვაში.

დასაქმების მაღალი მაჩვენებლია განათლებასა და სპორტში. ამ სფეროებში დასაქმებულთა 18% მუშაობს. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში კი 3%.

კვლევის შედეგებით 5% მუშაობს ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე.

ყველაზე მაღალი მაჩვენებლით კი კვლვევაში ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთა დასაქმების სფერო დაუდგენელია. კვლევის მიხედვით დასაქმებულთა 33% სხვადასხვა სფეროში მუშაობს.

ქუთაისში მუშაობის დაბალი მაჩვენებლი კვლავ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

Print