ახალი ამბები
ქუთაისში 3000-ზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
FaceBook
კომპანია ელექტროენერგიას დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდე გათიშავს


"ენერგო პრო-ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

ქვესადგურ "ქუთაისი 3"-ში დაგეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგია გაეთიშება შემდეგ ქუჩებს:

7 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება  მესხისა და მესხიშვილის ქუჩებს.

ასევე, გიორგი ბრწყინვალეს, თავისუფლების, ინგორიყვას, ნარსიას, ნაფეტვარიძისისა და ჩეხოვის ქუჩებს.

1250 აბონენტს გაეთიშება ელექტროენერგია 9 მარტს ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე.

გამსახურდიას ქუჩას ელექტრომომარაგება შეუწყდება 10 მარტსაც. საუბარია გამსახურდიას ქუჩის ნაწილზე, სულ 60 აბონენტზე.

კომპანია ელექტროენერგიას დილის 11 საათიდან შუადღის 2 საათამდე გათიშავს.

Print