ახალი ამბები
გერმანული კომპანია ქუთაისელ სტუდენტებს კვების ობიექტებში დაასაქმებს
FaceBook
პროგრამისთვის  გერმანული ენის ცოდნაა აუცილებელი

გერმანული კომპანია "ჰაინრიცი" ქუთაისში მცხოვრებ 50 სტუდენტს ფასიან სტაჟირებას სთავაზობს.

სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კომპანიის კვებითი მომსახურების დაწესებულებში ერთი წლის განმავლობაში სტაჟირება გაირონ.

პროგრამა განკუთვნილია მხოლოდ გერმანული ენის მცოდნეებისთვის.

ქართულ-გერმანული თანამეგობრობის ფარგლებში კომპანიის დირექტორი დღეს ქუთაისის მერს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზეც ისაუბრეს.

Print