ახალი ამბები
სტუდენტთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველსაყოფად წერეთლის უნივერსიტეტში განაცხადების მიღება დაიწყო
FaceBook
სტუდენტებს განაცხადების წარდგენა სტუდენტურ თვითმმართველობაში 31 მარტამდე შეუძლით.


ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ იმ სტუდენტების განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ საცხოვრებელი ფართი.

უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ერთი სემესტრის განმავლობაში საცხოვრებელი ფართით სულ 20 სტუდენტს უზრუნველყოფს.

საცხოვრებელი ფართის მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უნდა იყვნენ:

1 რეგიონიდან.

2.რეგისტრირებული უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში

3.მათი საშუალო სემესტრული ქულა უნდა აღემატებოდეს 70-ს.

აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს განაცხადების წარდგენა სტუდენტურ თვითმმართველობაში 31 მარტამდე შეუძლით.
Print