ახალი ამბები
აფეთქება ქუთაისში - 5 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი
FaceBook
ქუთაისში,ავანგარდის დასახლებაში მდებარე საქორწილო დარბაზში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქების მომენტში შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა.
როგორც, ქუთაისიპოსტს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა  განუცხადეს, აფეთქებას მსხვერპლი არ მოყოლია, თუმცა მათი თქმით  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 5 ადამიანი საავადმოყოფოში გადაიყვანა.

"ქორწილი გვქონდა გუშინ. ამ დილით თეფშებს ვრეცხავდი სამზარეულოში. შუქი ავანთე და მოულოდნელად საშინელი ხმა იყო. სასწაულად გადავრჩით",-ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.


"დილით დამირეკეს გაზი აფეთქდაო. რომ მოვედი ადგილზე უკვე გამოძახებული იყო სამაშველო სამსახური. ზარალის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი, შენობაში არ შევსულვარ, თუმცა, აქედანაც ჩანს, რომ ყველაფერი განადგურებულია",- ამბობს დარბაზის მფლობელი მერაბ ჯალაღაძე.

აფეთქებამ აალება გამოიწვია შენობაში სავენტილაციო სისტემაში, რის გამოც სახანძრო ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო.

ადგილზე 112 -ის ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.





Print