ახალი ამბები
ქუთაისში საფიჩხიის უბნის მოსახლეობის თხოვნას უბნის მაჟორიტარი გამოეხმაურა
FaceBook
ქუთაისში საფიჩხიის უბნის მოსახლეობის თხოვნას, რომელიც ქუთაისიპოსტმა გააშუქა, უბნის მაჟორიტარი ნიკოლოზ ლატარია გამოეხმაურა.

საფიჩხიის უბანში, ტყიბულის ქუჩის მეორე შესახვევის მოსახლეობა დასახლებაში არსებული ნაძვნარის მოწესრიგებას ითხოვდა. ნაძვნარში ძელსკამების დადგმას მოითხოვენ.

უბნის მაჟორიტარის ნიკოლოზ ლატარიას ინფორმაციით, ნაძვნარში ძელსკამები უახლოეს ხანში დამონტაჟდება. მისივე განცხადებით, ასევე განიხილებოდა ნაძვნარში სანაგვე ურნების დადგმის საკითხიც. თუმცა, იმის გამო, რომ ტყიბულის ქუჩის მეორე შესახვევში შპს "სპეციალური სერვისები" ნარჩენების გატანას მხოლოდ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფს, ამიტომ ნაძვნარში სანაგვე ურნების დადგმა შეუძლებელია.

"პირობას ვდებ, რომ ძელსკამები ახლო მომავალში დამონტაჟდება და ამით ქალაქის ამ უბანს არაჩვეულებრივი დასასვენებელი ადგილი შეემატება," - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ნაძვნარით არა მხოლოდ მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა, არამედ სხვა უბნების მცხოვრებლებიც სარგებლობენ.


Print