ახალი ამბები
სვანეთის შემდეგ ქუთაისს პირდაპირი გზით სამცხე-ჯავახეთიც დაუკავშირდება
FaceBook

ქუთაისის აეროპორტს აბასთუმანი პირდაპირ დაუკავშირდება


 


სვანეთის შემდეგ ქუთაისს პირდაპირი გზით კიდევ ერთ რეგიონი დაუკავშირდება. ახალი გზის მშენებლობა ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით იგეგმება, რამაც ქუთაისი სამცხე-ჯავახეთს უნდა დაუკავშიროს.

აბასთუმნიდან ახალი გზა პირდაპირ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის (კოპიტნარის) აეროპორტამდე მივა, საიდანაც სამცხე-ჯავახეთში მარტივად გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

უკვე ცნობილია, რომ პირდაპირი გზის მშენებლობა ქუთაისიდან სვანეთის მიმართულებითაც იგეგმება.

ცაგერი–ლენტეხის გავლით, ქუთაისი–სვანეთის შემაერთებელი გზა, ორი საათით შეამცირებს დროს ქუთაისსა და სვანეთის მაღალმთიან რეგიონს შორის.


Print