ახალი ამბები
"ევროპა ჩვენი სახლია" - 'ვაშა! ქუთაისის განვითარების გეგმა დაწერილია!
FaceBook
გეგმაში საუბარი აღარაა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსსა და ქალაქის პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობაზე.


არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მიერ წარდგენილ ქალაქის განვითარების გეგემის კონცეფციას აფასებს.
"ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელბის განმარტებით, 2012 წლის ოქტომბერში მოსული ხელისუფლება, რომელიც ქუთაისელებს მეოთხე, "საუკეთესო" წელს, ეკონომიკურ აღმავლობას ჰპირდებოდა, ქვეყნის ინდუსტრიის ცენტრისა და საუნივერსიტეტო ცენტრის სტატუსის პირობებში ქალაქის განვითარებას გარდაუვლად თვლიდა და ემიგრაციასაც იმედს უჩენდა "ღირსეული დაბრუნებისთვის", საარჩევნო 2016 წელს, სიახლის და განვითარების შემოთავაზების ნაცვლად სადღეგრძელოს სთავაზობს, კეთილის მომავლისა, რომელიც 7 პუნქტიან გეგმაშია გამოხატული.

"ქუთაისი ისედაცაა დასავლეთის ცენტრი, მაგრამ ეს ჩვენთვის საკმარისი არ არის, რადგან ქალაქიდან მოსახლეობის გადინების შემცირებას და ეკონომიკურ წინსვლას ფუნდამენტური ცვლილებები და სტრატეგიული გადაწყვეტილებები სჭირდება.

გეგმაში საუბარი აღარაა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსსა და ქალაქის პოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობაზე და სწორედ ესაა ამ ხელისუფლების დამოკიდებულებათა ინდიკატორი ჩვენი ქალაქის მიმართ.სინამდვილეში მურღულიას და "ოცნების" თვითმიზანი გეგმის ფურცელზე გადატანა იყო და ფურცელზე დაწერილიც არადამაჯერებელია. ასე რომ,"უფასო ფულის" შემქმნელებისგან განვითარების თუნდაც არაფრისმომცემი გეგმის შესრულებას არავინ ელოდება.
აღმოჩნდა, რომ მძიმე დღეში არსებულ ქალაქს უახლოეს მომავალშიც უარესში მოუწევს ცხოვრება და ეს სამწუხარო რეალობა "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა", - განმარტავენ ორგანიზაციაში. 

ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურმა ქალაქის საშუალოვადიანი განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია გუშინ წარმოადგინა.
Print