ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხით სიარულს ურჩევენ
FaceBook
"საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხით სიარულს და ამომრჩეველთან საზოგადოებასთან სიახლოვეს ვურჩევდით, თუმცა არსებობს სხვა მარტივი არჩევანიც: ან შეაკეთოს ავტომობილი, რომელიც ემსახურება". ქუთაისის საკრებულოსთვის სედანის ტიპის ავტომობილისთვის მეორედ, 25 000 ლარის  ღირებულების ტენდერის გამოცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" აკრიტიკებს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ  ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს წლების განმავლობაში ემსახურებოდა "ჯიპი ჩეროკის" მოდელის ავტომობილი, რომლის სახელმწიფო  ნომერი SAK 005-ია. რაზედაც მათივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა უარი თქვა ამ ავტომობილით სარგებლობაზე. 
"საკრებულოს თავმჯდომარეს ფეხით სიარულს და ამომრჩეველთან საზოგადოებასთან სიახლოვეს ვურჩევდით, თუმცა არსებობს სხვა მარტივი არჩევანიც: ან შეაკეთოს ავტომობილი, რომელიც ემსახურება.თუკი ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს.  ან გადაჯდეს იმ ავტომობილზე, რომელიც თანამდებობრივად ეკუთვნის და შეუცვალოს სახელმწიფო ნომერი.  თუ ციფრ 5–ს ვერ ეგუება, ან იყიდოს ახალი ავტომობილი 25 000 ლარად და დააკვირდეს ამომრჩევლის ფიალას", - განმარტავს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლი, თორნიკე ბარათაშვილი. 
ქუთაისის მერიამ საკრებულოსთვის სედანის ტიპის ავტომანქანის შესაძენად ჩავარდნილი ტენდერი მეორედ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, შესაძენი ავტომანქანა უნდა იყოს არანაკლებ 2007 წლის გამოშვების.
ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის სედანის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა და მიწოდება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 დღის განმავლობაში. დაფინანსების წყაროს 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი წარმოადგენს.





Print