ახალი ამბები
რა ღონისძიებები გაიმართება ქუთაისში "გვირილობის" აღსანიშნავად (პროგრამა)
FaceBook
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.
ქალაქის მერიამ დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი უკვე გამოაქვეყნა.

''გვირილობა 2024'' წინა წლების მსგავსად, ტრადიციული ღონისძიებებით აღინიშნება, თუმცა აქტივობების უმეტესი ნაწილი, განსხვავებით წინა წლებისგან, არა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, არამედ ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართება.

გვირილობის აღნიშვნა ბაგრატის ტაძარში ქუთაისის დალოცვით დაიწყება და სამი ოთარის ძეგლის პატივგებით გაგრძელდება. დაგეგმილია ასევე ჯომარდობა მდინარე რიონზე.

ამას გარდა, დღის მანძილზე ასსაფეხურიან კიბესთან მოეწყობა გამოფენები.

საღამოს 18:00 საათზე მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება, სადაც სოლისტები ნინო სურგულაძე,
სერხიო ესკობარ პერესი და მარიკა მაჩიტაძე იქნებიან.

ღონისძიების დასასრულს კი ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ დაგეგმილია გალა-კონცერტი.

იხილეთ პროგრამა: 



ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.
Print