ახალი ამბები
წყალტუბოში მამაკაცი დაჭრეს - დაწყებულია გამოძიება
FaceBook
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. 

მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
Print