ახალი ამბები
ქუთაისმა თერჯოლას გარე განათების მეორადი სანათები ათხოვა
FaceBook
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
870 მეორადი სანათი თერჯოლას, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, უვადო სარგებლობაში გადაეცა.

აღნიშნული დადგენილება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

„თერჯოლის მუნიციპალიტეტს გადაეცა მეორადი სანათები, სულ 870 ცალი. აღნიშნული თხოვების ფორმით, არსებობის ვადით იქნა გადაცემული“, - განმარტა მერიის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თინათინ ბერიშვილმა.

თერჯოლის მუნციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ქუთაისიდან მიღებულ სანათებს სოფლებში გაანაწილებენ,  სადაც ქარისგან რამდენიმე დაზიანდა.


Print