ახალი ამბები
ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩას სამარშრუტო ხაზი #101 მოემსახურება
FaceBook
სამარშუტო ხაზის დანიშვნის მოთხვნით თვითმმართველობას ორი კვირის წინ თავად მცხოვრებლებმა მიმართეს.


ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩაზე სამარშუტო ხაზი #101, ადგილობრივი მცხოვრებელების მოთხოვნით, იმუშავებს. ჭონქაძის ქუჩაზე, სადაც დევნილების დასახლებაა, სამარშუტო ხაზის დანიშვნის მოთხვნით თვითმმართველობას ორი კვირის წინ თავად მცხოვრებლებმა მიმართეს.

სამარშუტო ხაზი #101 გორას დასახლებას ემსახურებოდა. მერიის ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ ჭონქაძის ქუჩისთვის ცალკე ხაზის გამოყოფა შეუძლებელი იყო, რის გამოც არსებული ხაზის გამოყენება და სვლა-გეზის დაგრძელების გადაწყევტილება მიიღეს.

"უახლოეს დღეებში ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები შეხვდებიან მოსახლეობას და მათთან ერთად გადაწყდება ოპტიმალური გრაფიკების შერჩევა", - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.


Print