ახალი ამბები
"განარიდეს სიტუაციას, არ სურდათ იქ ვინმე ყოფილიყო, ვინც კრიტიკულ კითხვას დასვამდა"- რა მოხდა მესხიშვილის თეატრთან
FaceBook
სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე მესხიშვილის თეატრში, სადაც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილებოდა, არ შეუშვეს.

მისი მეუღლის, სოფო საკანდელიძის თქმით, მუმლაძეს შეხვედრაზე დასწრების საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს და სავარაუდოდ, სიტუაციას განარიდეს, რადგან მისივე განმარტებით, სამ საათზეა მეტია, ვერ უკავშირდებიან.

"მიშა იყო სახალხო შეხვედრაზე, რომელიც იმართებოდა ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში და წესით, მას ჰქონდა უფლება შესვლის. ვესაუბრე და მითხრა, რომ დგას, მაგრამ თავს ესხმის პოლიციელები და არ აცლიან შესვლას. მას შემდეგ არ ჩანს, სამ საათზე მეტია ვეძებთ, ტელეფონსაც არ პასუხობს. ჩემი აზრით, განარიდეს სიტუაციას, უბრალოდ არ შეუშვეს. არ სურდათ იქ ვინმე ყოფილიყო, ვინც კრიტიკულ კითხვას დასვამდა",- განაცხადა სოფო საკანდელიძემ.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში დღეს "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტი განიხილეს.

ჩამოსულები იყვნენ უმრავლესობის ლიდერები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარეძე, ანრი ოხანაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები.

შეხვედრას "ქართული ოცნების" მხადამჭერები და საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
Print