ახალი ამბები
ტაქსის მძღოლი - "რუსეთი ოკუპანტია" წარწერის გამო სამსახურიდან გამათავისუფლეს
FaceBook
ტაქსების კომპანია "მაქსიმს" ამავე კომპანიის უკვე ყოფილი მძღოლი, ჯემალ ცინარიძე უჩივის. ცინარიძის განმარტებით ის  რვა თვიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან, "რუსეთი ოკუპანტია - ხალხნო გამოფხიზლდით" წარწერის გამო, გაათავისუფლეს. აღნიშნული წარწერა ჯემალ ცინარიძეს თავის კუთვნილ ავტომანქანაზე ჰქონდა, რომლითაც "მაქსიმში" მუშაობდა.

"დამიბარეს და მითხრეს, რომ ის წარწერა უნდა წამეშალა, რომელიც მანქანის უკანა ნაწილზე მქონდა. მითხრეს, რომ "ზევიდან" დაურეკეს და უნდა მომეხსნა წარწერა, რომელიც ათეულია წლებია მაქვს. მითხრეს, თავიანთი სარეკლამო სტიკერი გამეკრა, რაც არ გავკეთე. რადგან რუსებზე წარწერა მაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ რუსები მძულს. მეგონა ეს კომპანია უკრაინელების იყო, არადა რუსების ყოფილა", - ამბობს ჯემალ ცინარიძე.

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ჯემალ ცინარიძემ, საკუთარი ქონების დაცვის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია " მედიატორს" მიმართა. "მედიატორის" წარმომადეგენლების განმარტებით, ტაქსების კომპანიის ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ქმედება არასამართლიანია.

"მაქსიმის" ქუთაისის ფილიალში აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

"მედიატორის" წარმომადგენლების განმარტებით, "მაქსიმი" რუსული კომპანიია, რომლის 50%-ანი წილის მფლობელი ოლეგ შლეპანოვია, რომელსაც ტაქსების ბიზნესის გარდა სხვა ბიზნესიც აქვს საქართველოში.

ტაქსების კომანია "მაქსიმის" მძღოლებს ერთი თვის წინ საპროექტო აქციები მოაწყვეს.


Print